სერგი კაპანაძე მამუკა ბახტაძეს: სარალიძეს მოუკლეს შვილი, ვერ დადგინდა მკვლელი.... გადადგა მთავარი პროკურორი - ისევ ქ-ნი თეა წულუკიანი გყავთ შემოთავაზებული იუსტიციის მინისტრად
20-06-2018, 20:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, მამუკა ბახტაძეს დაუსვა შეკითხვა, თუ რა გამოსავალს ხედავს იგი იმ სისტემური კოლაფსიდან, რაც პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროშია.

 

 

კაპანაძემ, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხადრი მკვლელობის საქმეზე, პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეა, ბახტაძე გააკრიტიკა იმის გამო, რომ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად წარმოდგენილია კვლავ თეა წულუკიანი, მინისტრი, რომლის ხელმძღვანელობის პერიოდშიც, „მოკლეს ზაზა სარალიძის შვილი, ვერ დადგინდა მკვლელი, იყო საზოგადოებრივი მღელვარება და გადადგა მთავარი პროკურორი".

 

 

„დღეს ერთ-ერთი გამოწვევა არის ქვეყანაში სისტემური კოლაფსი პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში, რისი ერთ-ერთი გამოვლინებაა, ერთადერთი არა, ერთ-ერთი გამოვლინება არის ხორავას ქუჩაზე რა ტრაგედიაც მოხდა.

 

 

ეს არის ერთ-ერთი მთავარი თემა და რას გვთავაზობთ ბ-ნო მამუკა? მთავარი საკითხია, ხალხი გამოვიდა გარეთ. ბ-ნი ზაზა სარალიძე, რომელსაც შვილი მოუკლეს და ვერ დადგინდა ვინ არის მისი მკვლელი, გამოვიდა გარეთ აღშფოთებული, საზოგადოებამ მხარი დაუჭირა, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, მთავარი პროკურორი გადადგა ამის გამო, სერიოზული ვნებათაღელვა იყო საზოგადოებაში და თქვენ მოდიხართ ახლა აქ და ისევ ქ-ნი თეა წულუკიანი გყავთ შემოთავაზებული იუსტიციის მინისტრად. არ გისაუბრიათ იმაზე, სანამ ჩვენ არ ჩაგეკითხეთ, როგორ აპირებთ რომ პროკურატურის მიმართ აღდგეს ნდობა, რაც ამ წუთში, დღევანდელ გარემოში არის შეუძლებელი ამოცანა იმიტომ, რომ ნულოვანი ნდობა არის.... და ისევ, ქ-ნი თეა აპირებს თურმე მთავარი პროკურორის წარდგენას, ეს არ არის ნორმალური დამოკიდებულება იმ მთავარი მოთხოვნის მიმართ, რომელიც დღეს არსებობს საზოგადოებაში", განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი