დღეს კოლექტიური მოძალადეები მსხვერპლს ეუბნებით - რატომ ხართ მსხვერპლის როლში, რატომ გადაირიცხა ის ფული? ხალხო, არ გრცხვენიათ?!, - ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ „ნაციონალურ მოძრაობას“, რითაც მამუკა ბახტაძის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გადარიცხულ 20 000 ლარის საკითხს გამოეხმაურა.
„საზოგადოება 2012 წლის ბოლომდე იყოფოდა ასე - მოძალადეები და მსხვერპლი. კომიკურ სიტუაციაში ხართ. თქვენ ახლა ეუბნებით და პასუხს სთხოვთ მამუკა ბახტაძეს, რატომ გადაირიცხა ეს 20 000 ლარი? 2011 წელს, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის განცხადება რომ გააკეთა, 2 დღეში ჩამოართვით მოქალაქეობა. მის სასამართლო პროცესზე მე და შალვა თადუმაძე რომ გამოვდიოდით, შეგვიყვანეთ სასამართლო დარბაზში, სადაც 3 ადამიანი თუ დაეტეოდა. კანონები გააუქმეთ და შეცვალეთ, „ქართუ ბანკი“ დააყადაღეთ. ისე ამოატრიალეთ სამართლებრივი სივრცე, ავტორიტარულ ქვეყნებშიც არ ხდებოდა ასე. დღეს, კოლექტიური მოძალადეები მსხვერპლს ეუბნებით - რატომ ხართ მსხვერპლის როლში, რატომ გადაირიცხა ის ფული? ხალხო, არ გრცხვენიათ? ან რომელი საზოგადოების სახელით ლაპარაკობთ? 9 წლიდან ჯერ თქვენ გამოდით და შემდეგ შეგვახსენეთ ჩვენ, რომ უნდა გამოვიდეთ“, განაცხადა ბესელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.