მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობას“: „თქვენ მორიგ ჯერზე, ბინძურად იტყუებით“
20-06-2018, 20:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თქვენმა ერთ-ერთმა ახლადგამოჩეკილმა ლიდერმა, ნიკანორ მელიამ საზოგადოებას აუწყა, რომ მამუკა ბახტაძემ არ შეუშვა აუდიტი თავის უწყებაში, როდესაც ის რკინიგზას ხელმძღვანელობდა. სასამართლოც ახსენა, რაღაც არსებული დავაც ახსენა, შეეცადა, რომ საზოგადოებას დარჩენოდა შთაბეჭდილება, და გამოეტანათ ისეთი დასკნა, რომ ამ უწყებაში ვერ შევიდა აუდიტის სამსახური“ - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარე მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას იმ კითხვას, რომელიც შპს „საქართველოს რკინიგზაში“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესვლას ეხებოდა.

 


მამუკა მდინარაძემ ნიკა მელია სიცრუეში დაადანაშაულა და წარმოადგინა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ აუდიტის სამსახურს შემოწმებული ჰყავს საქართველოს რკინიგზა.

 


„ბატონო რომან, გუშინ, მე მოვიძიე შესაბამისი მასალები ბატონი ნიკანორის გამოსვლის შემდეგ და შემიძლია გაჩვენოთ 2017 წლის 22 მარტი, - ეს არის რკინიგზასთან დაკავშირებული შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2015 წლის საანგარიშო პერიოდისათვის. გამოდის, რომ თურმე შეუმოწმებიათ, და თქვენ მორიგ ჯერზე კიდევ ძალიან ბინძურად იტყუებით. გადაეცით ბატონ ნიკანორს, რომ შემოწმდა, თურმე შეუშვია, და თქვენ იტყუებით. სასამართლო დავა კიდევ სხვა თემაა და იმაზე კამათიც შეიძლება“, განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი