ახლადარჩეულმა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან მის გარდამავალი პერიოდის შემდგომ გუნდთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და კითხვის - დარჩება თუ არა მთავრობის ახალ შემადგენლობაში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და იქნებიან თუ არა ახალი სახეები? - საპასუხოდ მხოლოდ ის თქვა, რომ მის მომავალ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეები იქნებიან, მაგრამ არაფერი უთქვამს კონკრეტულად თეა წულუკიანზე, განაცხადა რა, რომ „არასწორი იქნება ჩემი მხრიდან, დავასახელო კანდიდატები“.
„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და გვაქვს უკვე მიღებული თანხმებობები ძალიან საინტერესო კანდიდატებისგან. საუბარია პროფესიულ წრეებიდან წამოსულ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება, კვალიფიკაცია, ხედვა, რომ ერთად განვახორციელოთ ის რეფორმები, რომლითაც მოხდება ჩვენი ეკონომიკისა და ყველა სფეროს ტრანსფორმაცია. რაც შეეხება საკადრო შემადგენლობას, არასწორი იქნება ჩემი მხრიდან, დავასახელო კანდიდატები. მე რაც შემიძლია, ჩემი მხრიდან გითხრათ, არის ის, რომ კაბინეტში იქნებიან ახალი სახეები”, განაცხადა მამუკა ბახტაძემ და დაამატა, რომ იმ გამოწვევებისთვის, რომელის წინაშეც საქართველო დგას, არ არის საჭირო 11 სამინისტროზე მეტი და საზოგადოება უახლოეს მომავალში იხილავს იმ ინიციატივებს, რაც სტრუქტურულ რეორგანიზაციას უკავშირდება.
„სამინისტროს გაერთიანებები იქნება ორგანული, გავითვალისწინებთ ყველა სამინისტროს სპეციფიკას, რომელიც ხელს შეუწყობს უმნიშვნელოვანეს მომენტებს – ეფექტურობას, მოქნილობას, ოპერატიულობას. ჩვენ გვჭირდება მეტი ოპერატიულობა“, აღნიშნა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.