ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში ა(ა)იპ ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ სამუშო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ვანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ივანიაძე, ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და მერიის სამსახურის ხელმძღვანელები დაესწრნენ.
შეხვედრები ტარდება გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, რომლის მიზანია ვანის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების და გამოწვევების გამოკვეთა გენდერულ ჭრილში.
წამოწეული საკითხები და საჭიროებები აისახება მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაში, რომელიც შემუშავდება გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებისა და Giz მოწვეული ექსპერტების თანამშრომლობით.
ვანის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა უახლოეს თვეებში დამტკიცდება.
ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.