ირაკლი კობახიძე: „მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით ინტენსიური კონსულტაციები გაიმართება“
21-06-2018, 10:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დაახლოებით სამ კვირაში წარმოადგენს მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, მას შემდეგ, რაც შევა ცვლილებები მთავრობის შესახებ კანონში. შესაბამისად, ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა შემადგენლობით წარდგება მთავრობა საქართველოს პარლამენტში“, აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

 

ირაკლი კობახიძის თქმით, მანამდე გაიმართება ინტენსიური კონსულტაციები და გადაწყვეტილება ამ კონსულტაციების საფუძველზე იქნება მიღებული.

 

 

„სამართლებრივი მიზეზების გამო ჩვენ გვიწევს პროცედურის ორ საფეხურად გავლა. როგორც მოგეხსენებათ, დაახლოებით სამ კვირაში, წარმოადგენს ბატონი მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, მას შემდეგ, რაც შევა ცვლილებები მთავრობის შესახებ კანონში. შესაბამისად, ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა შემადგენლობით წარდგება მთავრობა საქართველოს პარლამენტში. მანამდე, ბუნებრივია, გვექნება ინტენსიური კონსულტაციები, ერთი მხრივ, პარლამენტსა და მთავრობას შორის, ასევე, პოლიტსაბჭოს ფორმატში და ბუნებრივია, ამ კონსულტაციების საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება“, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

რაც შეეხება მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს პრემიერმინისტის პრეროგატივაა.

 

 

„ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი ამაზე კომენტარის გაკეთება. ეს არის პრემიერმინისტრის პრეროგატივა. პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე წარმოადგენს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, შესაბამისად, მას უნდა დაუსვათ კითხვები მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით“, განაცხადა კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი