ბიძინა ივანიშვილის სურვილი პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობისთვის" ჯერ კიდევ 2004 წლიდან იყო ცნობილი, მაგრამ ხელისუფლების შეთანხმებულ გადაბარებაზე ბიძინა ივანიშვილმა ჩვენგან უარი მიიღო, - ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა "რუსთავი2"-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
"ის პოლიტიკაში ყოველთვის მონაწილეობდა. მონაწილეობდა 2004-2005-2006 და შემდგომაც. კომუნიკაციის დონეზე ყოველთვის იყო ინფორმაცია, მათ შორის მის მიერ გამოთქმული, რომ მას სურდა პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობა, რომ მას ზეგავლენა მოეხდინა გარკვეულ მოვლენებზე. პოლიტიკა არის მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენის მოხდენა და ის ამას აკეთებდა. აქედან გამომდინარე ეს ცალსახად ცნობილი იყო ჩვენთვის", - განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების შეცვლას აპირებდა 2008-2009-2010 წლებშიც.
"ხელისუფლებაში მოსვლა არის დემოკრატიული პროცესი და საქართველოს მოსახლეობა ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ სადღაც კულისებს მიღმა არ ფორმდებოდეს რაღაც გადაწყვეტილება ორ პოლიტიკურ ძალას, ან ორ ადამიანს შორის. ხელისუფლების გადაბარება, ბუნებრივია, ეს აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ჩვენთვის შეუძლებელია, რომ ვიღაცას ხელისუფლება აჩუქო, ან გადააბარო, ან მისცე ამის გაკეთების საშუალება. მან აირჩია გზა არჩევნების და შესაბამისად არჩევნების გზითაც მოვიდა ხელისუფლებაში. შეთანხმებული ხელისუფლების გადაბარებისგან მან მიიღო უარი", - განაცხადა ადეიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.