ირაკლი კობახიძე: „საქართველოს პარლამენტს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია უახლოეს დღეებში წარედგინება“
21-06-2018, 11:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ გვაქვს უკვე პირობა მიღებული მთავრობის ახალი შემადგენლობისგან, რომ უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

 

ირაკლი კობახიძის თქმით, სიის მოცემულ ვადაში წარდგენა მთავრობამ ობიექტური მიზეზით ვერ შეძლო.

 

 

„ჩვენ ვადევნებდით თვალყურს ამ პროცესს. რეზოლუციაზეა აქ საუბარი, კანონით არ არის დადგენილი აქ შესაბამისი ვალდებულება. 15ივნისამდე უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი ეს სია, თუმცა, მიზეზი იყო ობიექტური, მიზეზი იყო ის, რომ შეიცვალა ზუსტად ამ დროისთვის მთავრობის შემადგენლობა, გადადგა პრემიერმინისტრი, ზუსტად იმ დროს, როცა უნდა დაემტკიცებინა მთავრობას 15 ივნისამდე შესაბამისი სია. როგორც კი შეიკრიბება მთავრობა, რა თქმა უნდა, განახლდება მსჯელობა სიასთან დაკავშირებით და ჩვენ გვაქვს უკვე პირობა მიღებული მთავრობის ახალი შემადგენლობისგან, რომ უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი, შეძლებისდაგვარად, მალე იქნება წარმოდგენილი, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები. ამ კონსულტაციებში ჩართული იყო, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიცია. ზუსტად ამ კონსულტაციების შედეგი იქნება ის სია, რომელსაც წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტი“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი