საპატრიარქოში სინოდის სხდომა იწყება. წმინდა სინოდის წევრები, რომლებიც ამ წუთებში შედიან საპატრიარქოს შენობაში, არ საუბრობენ, თუ რა საკითხები განიხილება სხდომაზე კონკრეტულად.
როგორც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ სინოდის სხდომის დაწყებამდე მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, აქვს მოლოდინი, რომ პატრიარქი განმარტავს, მის მოსაყდრედ მეუფე შიოს დანიშვნის გადაწყვეტილებას.
„ძალიან ბევრი საკითხი დაგროვდა ბოლო რვა თვის განმავლობაში, რაც სინოდის სხდომა არ ჩატარებულა. აქედან გამომდინარე, კრება იმიტომ იკრიბება, რომ ეს საკითხები იქნას განხილული.... მე ველოდები, რომ უწმინდესი მოგვცემს განმარტებას მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით", განაცხადა მეუფე პეტრემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.