ირაკლი კობახიძე: „ჩვენ უნდა მივიღოთ რაციონალური, სიმეტრიული მართვის სისტემა მთავრობაში და ამ სულისკვეთებით იმოქმედებს როგორც პარლამენტი, ასევე მთავრობა“
21-06-2018, 13:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, რამდენიმე სამინისტროს შერწყმა პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის გაცხადებული პოზიციაა და როგორც კობახიძე ამბობს, მთავრობის შიგნით ფუნქციების სწორად დალაგებასთან დაკავშირებით, ინტენსიური კონსულტაციები გაიმართება.

 

 

„ერთია, რა თქმა უნდა, რაოდენობა, სამინისტროების შერწყმა, მეორეა ის, თუ როგორ უნდა დალაგდეს სწორად ფუნქციები მთავრობის შიგნით, სამინისტროებს შორის და ამაზე გვექნება ძალიან ინტენსიური კონსულტაციები და საბოლოოდ, მიიღება გადაწყვეტილება კანონის შინაარსთან დაკავშირებით“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

მისივე განმარტებით, მენეჯმენტში მთავარია, ჩამოყალიბებული იყოს რაციონალური სტრუქტურა და მნიშვნელოვანია სიმეტრიის დაცვა სტრუქტურის ჩამოყალიბების დროს. ირაკლი კობახიძის თქმით, სწორად ამ სიმეტრიის დაცვას ემსახურება ის ცვლილებები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება.

 

 

„მენეჯმენტში, ზოგადად, მთავარი არის ის, რომ იყოს ჩამოყალიბებული რაციონალური სტრუქტურა და ასევე, მნიშვნელოვანია სიმეტრიის დაცვა სტრუქტურის ჩამოყალიბების დროს და ამ სიმეტრიის დაცვას, რაციონალური სტრუქტურის ჩამოყალიბებას ემსახურება ის ცვლილებები, რომელიც იქნება წარმოდგენილი და რომელზეც ერთად ვიმსჯელებთ საქართველოს მთავრობა და საქართველოს პარლამენტი. არის გარკვეული საკითხები, რაც შეიძლება გაუმჯობესდეს. მთავარი ამოცანა ეს არის - ჩვენ შედეგად უნდა მივიღოთ რაციონალური, სიმეტრიული მართვის სისტემა მთავრობაში და ამ სულისკვეთებით იმოქმედებს როგორც პარლამენტი, ასევე მთავრობა“, განაცხადა კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი