ამერიკელი მკვლევარი ლუკ კოფი: მცირე მთავრობის იდეა ძალიან კარგია, აუცილებელია ასევე, მთავრობა ქმედითი იყოს და ხალხისთვის მუშაობდეს
21-06-2018, 15:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის „HeritageFoundation” მკვლევარი ლუკ კოფი დადებითად აფასებს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მცირე მთავრობის იდეას და აღნიშნავს, რომ აუცილებელია მთავრობა ქმედითი იყოს და ხალხისთვის მუშაობდეს.

 


„პოლიტიკურად კონსერვატორი ვარ და მცირე მთავრობის იდეა ძალიან მომწონს. ვფიქრობ, სამინისტროების რიცხვის 11-მდე შემცირების იდეა ძალიან კარგია, აუცილებელია ასევე, რომ მთავრობა ქმედითი იყოს და ხალხისთვის მუშაობდეს. პარლამენტი, რომელსაც დიდი უფლებამოსილებები აქვს და რომელშიც ჯანსაღი და ძლიერი ოპოზიციაა, და აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც მცირე ზომისაა, მაგრამ ხალხისთვის მუშაობს კარგია. იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველო სასურველ შედეგს მიაღწევს. ამ გზაზე საქართველოს უნდა დავეხმაროთ“, აცხადებს ლუკ კოფი.

 


იგი მნიშვნელოვანს უწოდებს ახალ პრიორიტეტებს ეკონომიკური ინოვაციებისა და განათლების დარგში და მიიჩნევს, რომ ისინი ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მიმავალ გზაზე საქართველოს უნდა დაეხმაროს.

 


„ჩემი აზრით, ეს ძალიან სწორი პრიორიტეტებია. ვფიქრობ, გარე დამკვირვებლების უმრავლესობა მათ საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვან და სწორად განსაზღვრულ პრიორიტეტებად ჩათვლის. ისინი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ეკონომიკური მდგომარეობის საყოველთაო გაუმჯობესებაზე და განათლების სფეროსა და მისი მნიშვნელობის გაძლიერებაზეა კონცენტრირებული. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მიმავალ გზაზე უნდა დაეხმაროს“, აცხადებს ლუკ კოფი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი