ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ კვალიფიციური და ნიჭიერი ადამიანების რესურსების განვითარებას და მათ სრულ რეალიზაციას შევუწყოთ ხელი- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში სახელმწიფო კონკურსში გამარჯვებულ დოქტორანტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სახელმწიფომ მისი რესურსების ეფექტურად გამოყენება შეძლოს. პრემიერის შეფასებით, სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი კაპიტალი სწორედ ადამიანია.
"ყველამ კარგად ვიცით, რომ სახელმწიფოს მთავარი კაპიტალი ეს არის ადამიანი და შესაბამისად, ადამიანური რესურსები. ჩვენი და ზოგადად, განვითარებადი ქვეყნების მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვერ ვახდენთ პრობლემების დროულად იდენტიფიცირებას და რესურსების ეფექტურად გამოყენებას. სწორედ ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ეს უნდა იყოს მიზანმიმართული, აქცენტირებული მუშაობა და ამას სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს იმიტომ, რომ თუ ადამიანმა, როგორც მთავარმა სახელმწიფო კაპიტალმა, ვერ შეძლო განვითარება და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია, რა თქმა უნდა, მიუღწეველი იქნება წარმატება, რა თქმა უნდა, ვერ შევძლებთ ეფექტურად სხვა დანარჩენი რესურსების გამოყენებას. ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით იმისთვის, რომ კვალიფიციური და ნიჭიერი ადამიანების რესურსების განვითარებას და მათ სრულ რეალიზაციას შევუწყოთ ხელი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
დოქტორანტურის საგანმანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2013 წლიდან ატარებს. კონკურსში გამარჯვებული დოქტორანტი სტუდენტები პირველად საქართველოში სხელმწიფო დაფინანსებას იღებენ. 2013-2014 წლებში სულ 230-მდე დოქტორანტი დაფინანსდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.