მეუფე პეტრე ცაავა: უკრაინას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ეკლესია და დამპყრობელი ქვეყნის პირველ იერარქს არ უნდა იხსენიებდეს ლოცვებში
21-06-2018, 15:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. სხდომიდან ერთ-ერთი პირველი ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა გამოვიდა.

 

 

როგორც მეუფემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, სხდომაზე უმაღლესი სასულიერო პირების მიერ განხილვის ერთ-ერთი საგანი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი იყო. ჭყონდიდის მიტროპოლიტის თქმით, დაუჭერს თუ არა საქართველო მხარს უკრაინის ეკლესიის გამოყოფას რუსული ეკლესიიდან, ასე საკითხი ჯერ არ დგას.

 

 

„საკითხი ჯერ არ დგას დაჭერა არ დაჭერა... ამ თემაზე კონსტანტინეპოლი მუშაობს. არის უმრავი შეკითხვა და ჩვენც ასევე პარალელურ რეჟიმში ვიფიქრებთ და ვისმჯელებთ, როგორც სათნო იქნება ღვთისთვის", განაცხადა მეუფე პეტრემ, რომელმაც ჟურნალისტებთან აღნიშნულ საკითხზე მისი პირადი პოზიცია გაახმოვანა და აღნიშნა, რომ როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას, უკრაინას უნდა ჰქონდეს ავტოკეფალია.

 

 

„ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ზოგადად უკრაინას 40 მილიონიან ქვეყანას, დამოუკიდებელს, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ეკლესია და დამპყრობელი ქვეყნის პირველ იერარქს არ უნდა იხსენიებდეს ლოცვებში და არ უნდა ექვემდებარებოდეს მას ეკლესიურად. მაგრამ პროცესუალურად ეს საკითხი დროში გაიწელება", განაცხადა მეუფე პეტრემ.

 

 

მისივე თქმით, წმინდა სინოდის სხდომაზე ასევე განიმარტა პატრიარქის გადაწყვეტილება მეუფე შიოსთან დაკავშირებით.

 


„მეუფე შიოს თემა განიმართა პატრიარქისგან როგორც იყო მოსალოდნელი. განიმარტა, რომ მეუფე შიო დასახელებულია საქართველოს კათილიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ", განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი