იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა და თერჯოლის მერმა, ბონდო სოფრომაძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

თერჯოლის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე, თერჯოლაში რამდენიმე სოფლამდე მისასვლელი გზისა და დაზიანებული საყრდენი კედლების აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება.

„მონიტორინგის ფარგლებში გრიგოლ დალაქიშვილი გოდოგანი–ნაგარევი–ბროლისქედის დამაკავშირებელი გზის, სოფელ ეწერისა და რობაქიძის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

მუნიციპალიტეტში უახლოეს პერიოდში სასმელი წყლის მაგისტრალების მოწყობა იგეგმება სოფლებში: ზედა სიმონეთში, სიქთარვასა და ბარდუბანში, ასევე ქალაქში ჯაბიძის ქუჩაზე.
2018 წელს თერჯოლაში რეგიონული განვითარების ფონდიდან 16 მასშტაბური, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში 16, სულ 32 პროექტის განხორციელება იგეგმება", აღნიშნულია თერჯოლის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მონიტორინგში ასევე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ვახტანგ იამანიძე, ზედამხედველობის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთულის ხელმძღვანელი არჩილ ქოჩიაშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.