გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა 72-ე სასწავლო შემოქმედებითი კონფერენციის წარმატებული მონაწილეები დააჯილდოვა
21-06-2018, 17:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა მოსწავლეთა 72-ე სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაში, რესპუბლიკურ ტურში გამარჯვებულ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს უმასპინძლა და სიგელებითა და წიგნებით დააჯილდოვა.

 

 

გამარჯვებულები სართიჭალის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე გიორგი გენგაშვილი, ლემშვანიერას საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე კლარა ქალდანი, ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის კუმისის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ანი ივანიშვილი და მუღანლოს საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის, ქართული ენის შემსწავლელი წრის წევრი ირზა ირზაევი არიან.

 

 

მერმა ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა და თანადგომას დაჰპირდა. 

 

 

მოსწავლეთა 72-ე სასწავლო შემოქმედებით კონფერენციის რესპუბლიკურ ტურში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსწავლეების ნაშრომები ათ საუკეთესო ნაშრომთა შორის მოხვდა.

 

 

ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი