კახა კალაძე: არავის მივცემ შესაძლებლობას, დაიჩაგრონ ის ადამიანები, ვისაც მეგობარი არ ჰყავს მერიაში - არავინ გაბედოს პროტექცია იმისთვის, რომ ვიღაცის ნაცნობობით მოხდეს ბავშვების რეგისტრაცია
21-06-2018, 18:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რეგისტრაცია დაწყებულია, თუმცა ძალიან ცუდი ხმები მომდის ამასთან დაკავშირებით და მინდა გავაფრთხილო ყველა - არავინ გაბედოს პროტექცია იმისთვის, რომ ვიღაცის ნაცნობობით და დახმარებით მოხდეს ბავშვების რეგისტრაცია", აცხადებს თბილისის მერი დედაქალაქის ბაგა-ბაღებში რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

 

 

კალაძემ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, კახაბერ გვანცელაძესაც მიმართა. 

 


„მინდა პირდაპირ ვუთხრა ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს - არავინ გაბედოს არც სააგენტოში, არც მერიაში პროტექცია. ჩვენ ამ ჭაობიდან უნდა ამოვიდეთ ერთხელ და სამუდამოდ. არსებობს ელექტრონული შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ყველას დაკმაყოფილება ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავთან უნდა ვიყოთ მართალი და არავის მივცეთ შესაძლებლობა, რომ მერიაში ნაცნობობით, დეპუტატის ნაცნობობით, საკრებულოში ნაცნობობით და მათი დახმარებით მოხდეს ბავშვების დარეგისტრირება. არსებობს გარკვეული პრინციპები, რომელსაც პატივს ვცემ, ამ პრინციპებით მოვდივარ და ნამდვილად ვერ ვუღალატებ იმას, რა ცხოვრებითაც ვცხოვრობ. კატეგორიულად მიუღებელია და არავის მივცემ შესაძლებლობას, რომ ის ადამიანები დაიჩაგრონ, ვისაც მეგობარი არ ჰყავს მერიაში, დეპუტატი, მინისტრი და ა.შ. ეს უნდა დავასრულოთ. ჩვენ ყველას თანაბარი უფლებები გვაქვს, ჩემთვის ყველა ბავშვი, ჩემიც, სხვისიც არის ერთი და იგივე და მათი უფლებებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ. ადამიანებს აქვთ ჩემი იმედი და მე საზოგადოების ამ დამოკიდებულებას ძალიან დიდ პატივს ვცემ და ძალიან ვუფრთხილდები", განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი