კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო
22-06-2018, 12:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2018-2019 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია 18 ივნისს დაიწყო და 29 ივნისს დასრულდება. სამხედრო ლიცეუმში რეგისტრაციის პარალელურად მოსწავლეები ფიზიკურ ტესტს 60 მ და 2000 მ დისტანციაზე სირბილსა და ღერძზე მიზიდვაში აბარებენ.

 


ფიზიკური ტესტის წარმატებით გავლის შემდეგ სწავლის მსურველი კანდიდატები
ზოგადი უნარების ტესტების ვერბალურ და მათემატიკურ ნაწილებს 7-8 ივლისს ქუთაისში და თბილისშიც ჩააბარებენ.

 


ცვლილებაა ლიცეუმის მისაღები გამოცდების ფორმატშიც, ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალს მათემატიკის გამოცდა (საბაზო საფეხურის დონე) დაემატა. ტესტებში აღებული ქულების მიხედვით, ჩასარიცხად შერჩეული კანდიდატები სამედიცინო შემოწმებას გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში გაივლიან.

 


კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები მიიღებიან, რომელთაც 2018 წელს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური IX კლასი აქვთ დამთავრებული და შესარჩევი კონკურსის პირობებს აკმაყოფილებენ.

 


წელს სამხედრო ლიცეუმში ადგილების რაოდენობა 126 მოსწავლით განისაზღვრა, რომელთაგან 101 ვაჟი, ხოლო 25 გოგონა იქნება. ლიცეუმში ჩარიცხულ მოსწავლეთა საბოლოო სიები 6 აგვისტოს გამოქვეყნდება.

 


სსიპ კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2010 წლის 2 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის №515 ბრძანებით ქალაქ ქუთაისში დაფუძნდა. 2014 წლის 15 სექტემბერს ლიცეუმს „გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი“ მიენიჭა. ამჟამად ლიცეულმში 260 კადეტი სწავლობს, მათ შორის 31 გოგონა.

 

 

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი