ზაზა სარალიძე: „ერთ-ერთი საუბარი მე და ზვიად კუპრავამ ჩავიწერეთ, „რუსთავი 2“ -ზე გავიდა ამ საუბრის მოკლე ჩანაწერი“
22-06-2018, 13:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩავიწერეთ ერთ-ერთი საუბარი - მე და ზვიად კუპრავა ვიყავით ერთად. ჩავიწერე საუბარი და რასაც ამ ჩანაწერში საუბრობენ, აბსოლუტურად უარყვეს სასამართლოზე“, განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

 


„თავიდანვე მქონდა ეჭვი რომ, ამ ორიდან დ.ნ-ს და დ.ღ-ს ვგულისხმობ, რომელიმეს უნდა ჰქონოდა იარაღი, რაშიც შემდეგ დავრწმუნდი. ამაში ჩემი საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაზემ დამარწმუნა. რომელიც არ ფიქრობდა იმაზე, თუ რამხელა წინააღმდეგობას გავუწევდი“, განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 


ირაკლი აბესაძის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა კონკრეტული ინფორმაცია, გარკვეული მტკიცებულება ჩანაწერის სახით, ხომ არ ყოფილა შეთავაზება საგამოძიებო ორგანოს მხრიდან, რომ  ოფიციალურად დაკითხავდნენ ამ საკითხზე და იყო თუ არა მზად, ჩვენება მიეცა საგამოძიებო ორგანოებისთვის და მათ, შორის, წარედგინათ ეს ჩანაწერი, სარალიძე აცხადებს, რომ მისთვის ეს არ შეუთავაზებიათ.

 


„სიმართლე გითხრათ, ჩემთვის არავის არ შემოუთავაზებია ასეთი რამე, ერთადერთი მეუბნებოდნენ, რომ კანონდარღვევაა. დაკითხული ვარ, მაგრამ ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, როდესაც რუსთავი 2-ზე გავიდა ამ საუბრის მოკლე ჩანაწერი, რა თქმა უნდა, ჰქონდათ შესაძლებლობა დავებარებინე და დავეკითხე, მაგრამ არავის დაბუბარებივარ. ჩანაწერის დისკი მოტანილი მაქვს და გიტოვებთ“, განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი