იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით, სამხედრო ნაწილში „ღია კარის დღე“ მოეწყო
22-06-2018, 13:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით, სამხედრო ნაწილში „ღია კარის დღე“ მოეწყო. რეგიონის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლის მე–11 მე–12 კლასის მოსწავლეებმა ერთი დღე ქუთაისის მე–3 ქვეით ბრიგადაში გაატარეს.

 

 

ბავშვებთან ერთად, სამხედრო ბაზას იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი სტუმრობდა.

 

 

სკოლის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ე.წ. ყაზარმები დაეთვალიერებინათ და ენახათ ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობები. მათ ასევე ლაზარეთი და სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს.

 

 

ბავშვებმა მე–3 ქვეითი ბრიგადის სიმულაციის ოთახებში იარაღის სროლაშიც მოსინჯეს საკუთარი შესაძლებლობები.

 

 

აღნიშნული ინიციატივა ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციას და შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურში წამსვლელთა რაოდენობის ზრდას ისახავს მიზნად.

 

 

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის პროექტი „ღია კარის დღე“ სხვადასხვა სამხედრო ნაწილშიც გაგრძელდება და მოსწავლეები ადგილზე გაეცნობიან, როგორია ჯარისკაცის ერთი ჩვეულებრივი დღე. პროექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

 


იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა მოსწავლეებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა გმირების მომორიალი გვირგვინით შეამკო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი