ხონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
22-06-2018, 13:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და პირველი მოადგილე გელა ჩოგოვაძე სოფელ მათხოჯში მონასტერთან მისასვლელი გზისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.

 


შიდა საუბნო გზაზე (900 გრძ. მ.) იგება ბეტონის საფარი და ეწყობა კაპიტალური სანიაღვრე არხები.

 

 

მუნიციპალიტეტის მერმა ბარაბაძეების უბანში შიდა საუბნო გზაზე (1405 გრძ. მ.) განხორციელებული მოსამზადებელი სამუშაოებიც დაათვალიერა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ გაესაუბრა.

 

 

„გზის ამ მონაკვეთზე სარეაბლიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომ ივლისის თვეში ასფალტის საფარი დაიგოს. ვიდრე პროცესი აქტიურ ფაზაში შევა, მინდა აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოვისმინო თქვენი მოსაზრებები . ერთად გავიაროთ ყველა საკითხი, დეტალი, რომ პროექტი განხორციელდეს ხარისხიანად, ეფექტურად და თქვენი ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით", განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

 

 

სოფელ მათხოჯში ტაძართან მისასვლელი გზისა და ბარაბაძეების საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ივლისის თვეში დასრულდება.

 

 

ინფორმაციას ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი