„სასამართლო პროცესებზე პროკურორების მხრიდან მოწმეების დაკითხვისას უხეშ ჩარევას ადგილი არ ჰქონია“ - ასე უპასუხა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ ირმა ნადირაშვილის შეკითხვას - სასამართლო პროცესის დროს იყო თუ არა უხეში ჩარევა პროკურორების მხრიდან მოწმეების, ან ბრალდებულების დაკითხვისას და თუ იყო ჩვენების შეწყვეტინების მცდელობა.
„მოწმეების დაკითხვისას ისეთი უხეში ჩარევა რომ ვთქვათ, გაეწყვეტინებინოთ, სხვა მიმართულებით წაეყვანათ, მე ასეთ ფაქტებს ვერ დავასახელებ, კიდევ ვიმეორებ არ მინდა რომ არასწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ, მაგრამ ჩემთვის მთავარი იყო ერთი გარემოება, როდესაც მოწმეებმა, რამდენიმე მოწმემ ითხოვა პროცესის მიმდინარეობის დროს, როდესაც ისინი ჩვენებას აძლევდნენ, გაეყვანათ ბრალდებულები დარბაზიდან, არ დაუკმაყოფილეს ეს შუამდგომლობა და მივიღეთ სურათი ისეთი, რომ ამ ბავშვებმა მისცეს არაფრის მომცველი ჩვენება, თუმცა ძალიან საგულისხმო იყო ის დეტალი, რომ როდესაც მივიდნენ იმაზე საუბრის დროს, ეკავათ თუ არა მათ ხელში რაიმე იარაღი, ამ ბავშვებმა გადახედეს ბრალდებულებს, მე ვადევნებდი თვალყურს ამას და ნათლად დავინახე როგორ გადახედეს. თუ არ ვცდები ეს იყო გ. ჯ 2, ოღონდ ბოლო და შემდეგ განაცხადეს რომ მათ ხელში არაფერი დაუნახავთ. ბრალდებულებზე ვსაუბრობ“, განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.