პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზაზა სარალიძის ოჯახის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განაცხადა, რომ სასამართლოს განაჩენს დეტალურად არ იცნობს.
კომისიის წევრის, ეკა ბესელიას შეკითხვაზე, ენდობა თუ არა სასამართლოს განაჩენს, ლონდარიძემ უპასუხა:
„ჩემი პოზიცია მინდა დავაფიქსირო ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით - მე ვენდობი უშუალოდ იმ პოზიციას, რაც მოსამართლემ ამ საქმის მიმართებაში დააყენა. პირველ რიგში ის მინდა ვთქვა, რომ ძალიან დეტალურად არ ვარ გაცნობილი იმიტომ, რომ პირველ რიგში, მე ზაზას გადავეცი მას შემდეგ რაც ჩავიბარე ეს განაჩენი და გუშინ გადმომეცა და ვერ შევძელი ძალიან დეტალურად განმეხილა ეს. თუმცა, ის, რომ მან არ გაითვალისწინა მიხეილ კალანდიას ჩვენებები, როგორც არასანდო და წინააღმდეგობაში არის მოსული ყველა მტკიცებულებებთან, ეს ფაქტია და ამაზე არსებობს ჩვენთან პროკურორის განმარტებაც,,რომ როგორც კი მოსამართლე თავის განაჩენში არ გაიზიარებს მიხეილ კალანდიას ჩვენებას,,მეორე დღესვე მე მაგას დავაკავებო, თუმცა ეს სურათი არ გვაქვს, თუმცა არის იქ გარკვეული დეტალები, რაზეც შეიძლება მე კითხვის ნიშანი მქონდეს და არ ვიზიარებდე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.