სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი კახა სამხარაძე და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია ბორჯომის მიმდებარე სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს გაეცნენ.
ამ დროისათვის სოფლებში - ქვაბისხევში, ტბაზე და დაბა წაღვერში რკინა-ბეტონის გზების მშენებლობის მნიშვნელოვანი ნაწილი დასრულებულია. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს დამხმარე ნაგებობის მოწყობა.

სამივე ობიექტზე ჯამში 3,5 კილომეტრამდე სიგრძის რკინა-ბეტონის გზა მოეწყო. პროექტებს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, დაახლოებით, 800 000 ლარი მოხმარდა.
დასახლებებში სტუმრობისას ადგილობრივებმა ხელმძღვანელ პირებს მადლობა გადაუხადეს გზების კეთილმოწყობისა და ხარისხიანად შესრულებული სამუშაოებისათვის.
არსებულ მონაკვეთებზე გზის საფარი არასოდეს ყოფილა, რაც მოსახლეობისა და ტურისტებისათვის დისკომფორტს ქმნიდა. დღეს უკვე მათ კეთილმოწყობილი გზით შეუძლიათ ისარგებლონ.
ოფიციალურმა პირებმა სოფელ სადგერის საკანალიზაციო მაგისტრალის რეაბილიტაციის სამუშაოებიც მოინახულეს. მასშტაბური პროექტის მიხედვით, ჯამში კანალიზაციის ქსელი 1796 მეტრზე მოეწყობა, რასაც 158 550 ლარი მოხმარდება.

გუბერნატორი დაბა წაღვერში კულტურის სახლსაც ესტუმრა, რომლის შენობაც რეაბილიტაციას საჭიროებს. მერის თქმით, შენობის რეაბილიტაციის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებისათვის ტენდერი გამოცხადდება.
ინფორმაციასა და ფოტომასალას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.