ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ახალგაზრდებს მისცეს მათი ცოდნის და კვალიფიკაციის შესაბამისი სამსახური
10-06-2015, 03:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ახალგაზრდებს მისცეს მათი ცოდნის და კვალიფიკაციის შესაბამისი სამსახური - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ დოქტორანტებთან შეხვედრაზე განაცხადა.


"იცით, რომ გასულ წელს ჩვენ შევქმენით განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც კონკურსის გზით აფინანსებს ახალგაზრდა კადრების საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას. შარშან ცენტრმა 87 სტუდენტი დააფინანსა, წელს კი 115 სტუდენტისთვის ვგეგმავთ სტიპენდიის გაცემას. ამ პროგრამით ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს ინტეგრირებას საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში, თუმცა, მეორე მხრივ, იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ მომხდარიყო განათლებული ახალგაზრდების უცხოეთში დარჩენა, ჩვენ მოვიფიქრეთ ასეთი რამ, ხელშეკრულებაში ჩავუდეთ სტუდენტებს, რომ ისინი იქნებიან ვალდებულნი სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში. ამავე დროს, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ახალგაზრდებს მისცეს მათი ცოდნის და კვალიფიკაციის შესაბამისი სამსახური. ჩვენ უკვე წელს ველოდებით სტუდენტების პირველ ნაკადს. რამდენიმე წელიწადში კი მიმაჩნია, რომ ჩვენ მივიღებთ მთლიანად განათლებულ თაობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მისივე განმარტებით, სანამ საქართველოს უმაღლესი განათლების დონე ევროპული სწავლის დონეს არ გაუტოლდება, მსგავსი ტიპის პროგრამები უნდა გაგრძელდეს. ამასთან, პრემიერმა "მტკივნეული" უწოდა იმ ფაქტს, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოდან საზღვარგარეთ ინტენსიურად ხდებოდა კადრების გადინება.


"ჩვენ დავკარგეთ საზოგადოების საკუეთესო ნაწილი. იმედი მაქვს, რომ დროებით", - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი