ლევან დადუნაშვილის დედა: „დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადება სასამართლოზე იყო ვარაუდი, ვარაუდი, ვარაუდი, ჩემი ვარაუდი - ეს ისმოდა მხოლოდ“
22-06-2018, 18:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადება სასამართლოზე იყო ვარაუდი, ვარაუდი ვარაუდი, ჩემი ვარაუდი - ეს ისმოდა მხოლოდ“, განაცხადა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ლევან დადუნაშვილის დედამ, ნათია საყვარელიძემ.

 


ნათია საყვარელიძის განცხადებით, მისთვის მიუღებელია ვარაუდებით საუბარი, როდესაც საქმე ეხება ორი 16 წლის ბიჭის მკვლელობას.

 


„როდესაც ორი თექვსმეტი წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე მოდიხარ, არ შეიძლება ვარაუდის დონეზე ილაპარაკო, რაღაცა უნდა კონკრეტულად თქვა. ამის შემდეგ იყო განცხადება, რომ ორი ბავშვის საერთო ჭრილობების რაოდენობიდან, რომელიც მიჩნეული იყო სასიკვდილოდ ლევანთან და დათოსთან მიმართებაში, სასიკვდილო ჭრილობებთან დაკავშირებით კატეგორიულად გამოვრიცხავ დანას ნაჩხვლეტ, ნაკვეთ ჭრილობას. სავარაუდოდ, არის მაკრატელი - აი, ამან გამოიწვია ჩემი გაღიზიანება, უნდობლობა ჩემი რაც იყო. კონკრეტულად სასიკვდილო ჭრილობებზე კატეგორიულად ვამბობ - ეს იყო მისი სიტყვები - გამოვრიცხავ ნაჩხვლეტ, ნაკვეთ საგანს და დანას, ეს არის ბლაგვი საგნით მიყენებული, სავარაუდოდ, მაკრატლით. ამის შემდეგ სხვა რაღაცეებსაც არ ვეთანხმები, ორგანოების განლაგებასთან დაკავშირებითაც არ დავეთანხმე. იქ თქვა, რომ ვერ ვიგებ, რატომ არის სამი ორგანო ერთი დარტყმით დაზიანებული, ამასაც არ დავეთანხმე, ასევე არ დავეთანხმე როდესაც თქვა, რომ ჭრილობა არის დახურული ტიპის და იქედან არ შეიძლებოდაო სისხლი გადმოსულიყოო. გარკვეული დროის შემდეგ მოსამართლისგან წამოვიდა შეკითხვა, რომ ნაკვეთ-ნაჩხვლეტს არ მიეკუთვნება, რა ტიპის ჭრილობას მიეკუთვნება მაკრატელი და გარკვეული დუმილის შემდეგ დამოუკიდებელმა ექსპერტმა უპასუხა, რომ ნუ ხო ეს მიეკუთვნება ნაკვეთ-ნაჩხვლეტ ჭრილობას", განაცხადა ლევან დადუნაშვილის დედამ.

 


ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის მიმართ მისი და დაზარალებული ოჯახის უნდობლობის მიზეზები დადუნაშვილის ადვოკატმაც განმარტა.

 


„ჩემი დამოკიდებულება კიდევ უფრო არასანდო გახდა ამ ექსპერტის მიმართ, როდესაც ის ყველა ტელევიზიაში დადიოდა და თავისი დასკვნის სისწორეს ადასტურებდა. როდესაც ექსპერტმა გასცა დასკვნა და სასამართლოში მისცა ჩვენება, იქ უნდა დამთავრებულიყო მისი აქტივობა“, განაცხადა ხათუნა მაღლაკელიძემ.

 


ადვოკატის თქმით, შემდეგ მაია ნიკოლეიშვილმა თავადვე დაადასტურა ბოლო პერიოდში, რომ საკითხის კვლევისას გამოიკვეთა ისეთი საკითხები, რომელიც მისივე შეფასებით, დამატებით კვლევას საჭიროებდა და მის კომპეტენციას სცდებოდა.

 


„შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ სასამართლო სწორად მოიქცა, რომ არ გამოიყენა მისი დასკვნა, როგორც მტკიცებულება და არ გაიზიარა, სადაც ის ამბობდა, რომ საერთოდ სასიკვდილო ჭრილობებეზე არ იყო დანა გამოყენებული. ალბათ, ეს დასკვნა რომ გამოეყენებინა ორივე ბრალდებული გამართლდებოდა, ლევან დადუნაშვილის ნაწილშიც გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ბრალდებული ადასტურებდა, რომ ლევანის წინ იდგა და მის მიმართ გამოიყენა დანა“, განაცხადა დადუნაშვილების ოჯახის ადვოკატმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი