„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საქართველოს მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
როგორც უმრავლესობის დეპუტატებმა სხდომის დაწყებამდე განაცხადეს, სტრუქტურული ცვლილებებისას სახელმწიფო მდივნის პოსტის შემოღების საკითხზე იმსჯელებენ. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა თქვა, რომ სახელმწიფო მდივანი არაპოლიტიკური თანამდებობა იქნება.
„სახელმწიფო მდივანი იქნება არაპოლიტიკური თანამდებობა, ეს იქნება კონკრეტული დარგის პორტფელიოს მენეჯერი, რომელიც, მიუხედავად პოლიტიკური პროცესებისა და ცვლილებისა, დარჩება დარგის წამყვან მენეჯერად. პირველ ეტაპზე, თუკი პოზიციები შეჯერდება, საერთო პაკეტის ნაწილი იქნება სახელმწიფო მინისტრის პორტფელიოს განსაზღვრაც.
ჩვენ ველოდებით, რომ რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება იქნება. იხილება შესაძლებლობა, რომ ყველა სამინისტროს ფარგლებში იყოს არაპოლიტიკური პოზიცია, სახელმწიფო მდივნების მიმართულებით“, განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.