2016 წლის არჩევნებში საპარლამენტო უმრავლესობას ბიძინა ივანიშვილიც ვერ უშველის!
10-06-2015, 03:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


როგორი საარჩევნო სისტემითაც (პროპორციული, მაჟორიტარული, თუ შერეული) არ უნდა ჩატარდეს საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, ქართველი ამომრჩეველი ხმის მიცემისას უწინარესად პერსონალიებზე გაამახვილებს ყურადღებას და არა იმაზე, თუ რომელი პარტიის ან ბლოკის სიაში იქნება ესა თუ ის პოლიტიკოსი! რატომ? იმიტომ, რომ კატასტროფულად დისკრედიტირებულია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური "ელიტის ავტორიტეტი" და მისი რეაბილიტაცია წელიწადნახევარში ვერ მოხერხდება! უპირველესად, ეს ეხება მმართველ კოალიციას "ქართულ ოცნებას" ("ნაცმოძრაობას" კი, წელიწადნახევარი კი არა, 5–6 წლის შემდეგაც "გამარჯვების" არანაირი შანსი არ აქვს), ამიტომ, უმნიშვნელოვანესი იქნება ახალი, მაგრამ პროფესიონალი და პატრიოტი კადრების შერჩევა და დეპუტატობის კანდიდატებად წარმოჩენა! დიახ, ეს საკითხი თანამედროვე საქართველოს უდიდეს პრობლემად იქცა, რადგანაც – ქართველი ხალხის ნდობა არსებული პოლიტიკური სპექტრისადმი ძალიან დაბალია და ამიტომაც, – "მესიების მოლოდინშია" ამომრჩეველი, რაც, უფრო ღრმა საზოგადოებრივ–პოლიტიკური ჩიხისკენ უბიძგებს ქვეყანას! ყველასთვის ცნობილია, რომ პარტიული (მით უმეტეს, კოალიციური) საარჩევნო სიის შედგენა და დამტკიცება "დიდ ვნებათაღელვასთან არის დაკავშირებული", მაგრამ, თუ წარმატება და გამარჯვება სურს "ქართულ ოცნებას", მაშინ, მას დაახლოებით 2/3 ახალი სადეპუტატო კორპუსის წარდგენა მოუწევს! წინააღმდეგ შემთხვევაში, თვით ბიძინა ივანიშვილიც კი, სათავეში რომ ჩაუდგეს დღეს არსებულ საპარლამენტო უმრავლესობას, მათი გამარჯვების შანსი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, "მინიმალურზე ნაკლები იქნება"!!!...



ჯუმბერ კირვალიძე,

პოლიტოლოგი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი