სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მიმართულებით, სასამართლო სისტემაში დაგეგმილ რეფორმაზე მსჯელობენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სასურველია, დღეს გამართულ შეხვედრაზე მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებთან დაკავშირებით, დისკუსია ამოიწუროს. მისივე თქმით, მომზადებულ კანონპროექტში ასახულია წინა შეხვედრებზე გამოთქმული რეკომენდაციები.
„ჩვენ გვქონდა საინტერესო დისკუსიები შესაბამის კანონპროექტზე და დღეს, იმედი მაქვს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, დისკუსიებს დავასრულებთ. განსახილველი გვაქვს კიდევ სხვა თემები:სკოლის თემა, საბჭოს თემა. უნდა გადავიდეთ ამ თემების განხილვაზე, აქედან გამომდინარე, სასურველია, რომ დღეს ამოვწუროთ დისკუსია დისციპლინურ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ დაგიგზავნეთ კანონპროექტი, რომელიც გადამუშავდა წინა შეხვედრაზე გამოთქმული რეკომენდაციების შესაბამისად. ამ კანონპროექტში არის ასახული ის საკითხები, რომლებზეც მეტ-ნაკლებად შეჯერდა პოზიციები წინა შეხვედრაზე“, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ასევე, არის წარმოდგენილი ცვლილებები, რომლებიც, უშუალოდ პროცესსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტს შეეხება.
„ჩვენმა თანამშრომლებმა გაიარეს ეს საკითხები და ასახეს კანონპროექტში ის ცვლილებები, რომელთა ასახვა, ჩვენი აზრით, შედარებით უმტკივნეულოდ შეიძლებოდა, სადაც ნაკლები, ასე ვთქვათ, აზრთა სხვადასხვაობა იყო მოსალოდნელი. თუმცა, არის, რა თქმა უნდა, სხვა რეკომენდაციები, რომელთა განხილვა ჩვენ დღეს დაგვჭირდება“, განაცხადა კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.