აფეთქება მოხდა ზიმბაბვეს სტადიონზე, სადაც პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა მხარდამჭერებს მიმართავდა
23-06-2018, 18:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზიმბაბვეს პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა ქალაქ ბულავაიოს სტადიონზე მხარდამჭერებს მიმართავდა, როცა იქ ბომბი აფეთქდა და რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა დაზიანებები მიიღეს. თავად პრეზიდენტი აფეთქებას უვნებლად გადაურჩა.

 

 

პრეზიდენტი ბულავაიოში 30 ივლისის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან მართავდა შეხვედრას.

 


პრეზიდენტის წარმომადგენელმა ჯორჯ ჩარამბამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პრეზიდენტის სიცოცხლის ხელყოფის არაერთ მცდელობას ჰქონდა ადგილი“.

 


პრეზიდენტი მნანგაგვა ხავერდოვანი გადატრიალების შედეგად ზიმბაბვეს სათავეში გასული წლის ნოემბერში მოვიდა და მანამდე ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე მსახურობდა, თუმცა მის მიერ ქვეყნის დიდი ხნის ლიდერის, რობერტ მუგაბეს ძალაუფლებიდან ჩამოცილებამდე, იგი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და თავი სამხრეთ აფრიკისთვის შეეფარებინა.

 

 

ზიმბაბვეს გაზეთ „ჰერალდის“ ცნობით, ბომბის აფეთქების შედეგად ფეხის არეში დაზიანება მიიღო ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა კემბო მოჰადიმ. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. პრეზიდენტის წარმომადგენლის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

 

 

გაზეთმა აფეთქება აღწერა, როგორც მკვლელობის მცდელობა.

 

 

გავრცელებული ცნობებით დაზიანებები აქვთ მიღებული სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს და მათი დაცვის წევრებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი