რატომ დავთანმხდი რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას? პირველ რიგში, მე არ ვარ იმპორტირებული პროდუქტი. ვინაიდან მე ჩემი ცხოვრების რვა წელიწადი უკრაინაში გავატარე, - ეს განცხადება ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილმა გუშინდელ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა და დასძინა:
"მე პოლიტიკური ამბიციები არ გამაჩნია. არ ვაპირებ ქალაქის მერობას ან უკრაინის პოლიტიკაში სხვაგვარად შესვლას".
მისივე თქმით, 16 წლის ასაკიდან უკრაინაში ცხოვრობდა, მსახურობდა სასაზღვრო ჯარში, საუბრობს უკრაინულ ენაზე და მისი მეგობრების უმრავლესობა უკრაინელია.
"მე ასევე ვიყავი უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი და რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელი. მე შემომთავაზეს ვიცე პრემიერობაც, რაც საკმაოდ მაღალი თანამდებობაა" - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში რეგიონში ჩატარდება აუდიტორული შემოწმებები ყველა დონეზე, ვინაიდან საჭიროა იმის გაგება, "თუ სად მიდის ხალხის ფული". "ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ვინ მოიპარა", - აღნიშნა ოდესის ახლადდანიშნულმა გუბერნატორმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.