საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ლოგიკურია იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შესაძლო გაერთიანება, ხოლო მისივე თქმით, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაერთიანება განათლების სამინისტროსთან „ეს დაახლოებით ისეა, ტვინში რომ გული ჩავსვათ".
„სამინისტროების რაოდენობის შემცირებას ვეთანხმები, თუმცა არა კულტურის სამინისტროს ხარჯზე. სასჯელაღსრულების სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს გაერთიანება უფრო ლოგიკურია, ვიდრე განათლებისა და კულტურის გაერთიანება, ეს დაახლოებით ისეა, ტვინში რომ გული ჩავსვათ. გული უნდა იყოს გულის ადგილას, ტვინი უნდა იყოს თავში, ჩემი აზრი ასეთია და შევეცდები დავასაბუთო. რაც შეეხება დევნილთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს გაერთიანებას, ეს უკვე პრაქტიკული საკითხია და აქ ვფიქრობ, ეროვნულ იდენტობაზე საუბარი არ არის“, განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.