„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მამუკა ბახტაძესა და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს შორის შაბათს 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე შეხვედრის შემდეგ, მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების განხილვის დეტალებზე მედიასთან კომენტარი გიორგი გაჩეჩილაძემ გააკეთა. მან თქვა, რომ საბოლოო შეთანხმების თანახმად, 14-ის ნაცვლად 11 სამინისტრო იქნება, ხოლო სახელმწიფო მდივნის თანამდებობა შემოღებული არ იქნება.
„მსჯელობა იყო რეორგანიზაციაზე, საბოლოოდ შევთანხმდით, რომ 11 სამინისტრო იქნება, რამდენიმე სამინისტრო ერთმანეთში გაერთიანდება. გარემოს დაცვაში შემოვა ეკოომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც გააძლიერებს ამ მიმართულებას. რაც შეეხება მცირე მთავრობის საკითხს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეკონომიკური ზრდის პროცესში ყველა თანხა წავა უღარიბესი ოჯახების ბავშვების დახმარებაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საკმაოდ სერიოზული დახმარება წავა იმ ოჯახებზე, სადაც 0-დან 6 წლამდე ბავშვები არიან – ეს ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებაა.
ამ ეტაპზე, იცით რომ კულტურა, განათლება და სპორტი იქნება ერთად, შერიგებისა და დევნილების სამინისტრო გაერთიანდება. მთელი სამშენებლო სექტორი, ის, რაც დაკავშირებულია სწრაფ განვითარებასთან – იქნება სკოლების მშენებლობა, ციხეების, დევნილების სახლების მშენებლობა, ეს ყველაფერი მოექცევა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ქვეშ.
შერიგების სამინისტროსთან გაერთიანდება დევნილთა სამინისტრო, გარკვეული სექტორები გადავა, რომელიც ჯანდაცვასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ძირითადი პოლიტიკური ფუნქცია რაც აქვთ ამ სამინისტროებს, ეს იქნება ერთიანად დაკავშირებული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებით“, განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ, როგორც ამას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ იტყობინება.
დეპუტატ გიორგი ვოლსკის განცხადებით კი ამიერიდან მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები აღარ გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში პრემიერ მინისტრი მომზადებულ ვერსიას წარმოადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.