თეა წულუკიანის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ თანამდებობა დატოვა, მის ნაცვლად კი იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.
ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ბარამიძის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი. იგი იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს 2013 წლიდან იკავებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.