ადეიშვილის განცხადებით, საქართველოდან წასვლისას ფინანსური პრობლემების გამო მას სამოთახიანი ბინის გაყიდვა მოუწია
10-06-2015, 04:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის განცხადებით, საქართველოდან ევროპაში წასვლისას ფინანსური პრობლემების გამო მას თბილისში საბურთალოს რაიონში მდებარე სამოთახიანი ბინის გაყიდვა მოუწია, - ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.


"ბუნებრივია როცა ჩვენ წამოვედით საქართველოდან, ბევრი პრობლემა გვქონდა. ევროპაში ცხოვრება ნამდვილად არ არის ადვილი. ბინა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით თბილისში, ეს იყო სამოთახიანი ბინა საბურთალოზე... მოგვიწია ამ ბინის გაყიდვა, ამავე დროს თითქმის დასაწყისიდანვე მე ვმუშაობდი ევროპაში, სამ სხვადასხვა ქვეყანაში.


ბევრჯერ დაუსვიათ ჩემთვის შეკითხვა, მათ შორის ჩემს თანამებრძოლებს, ნათესავებს - ხომ არ უნდა გამოგვეყენებინა ძალაუფლება ხელისუფლების შენარჩუნებისთვის და ამ დროს ამ კითხვაზე მეც ბევრი მიფიქრია, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ წესიერება არის ყველაზე კარგი პასუხი ამ კითხვაზე. მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი შევიწროებული საქართველოს ხელისუფლებისგან, ახლა ვმუშაობ და ვარჩენ ოჯახს",-განაცხადა ადეიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი