ინტერფრაქციული ჯგუფი საარჩევნო კოდექსის შეცვლას ითხოვს, სხვა შემთხვევაში ხელისუფლების მუშაობის პარალიზებას გეგმავს
10-06-2015, 05:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ინტერფრაქციული ჯგუფი ხელისუფლების მუშაობის პარალიზებას გეგმავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინტერფრაქციული ჯგუფის წარმომადგენლებმა დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" შეხვედრის შემდეგ განუცხადეს.


"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მუშაობის პარალიზება პირველ რიგში შესაძლებელია კონკრეტული პოლიტიკური ბერკეტებით პარლამენტში, თვითმმართველობის დონეზე და სხვა.


"პარლამენტში შესულია ინტერფრაქციული ჯგუფის და სამოქალაქო თანხმობის მემორანდუმზე ხელმომწერი სუბიექტების მიერ მომზადებული სამხარეო პროპორციული სისტემის ვარიანტი, რომელიც აღიარებულია ყველაზე სამართლიან სისტემად. ამას აღიარებს ხელისუფლებაც, თუმცა მხოლოდ 2020 წლისთვის გვთავაზობს აღნიშნულ სისტემას და მანამდე ხელგაშვერილი გვემუდარება ჩავატარებინოთ უკანონო სისტემით არჩევნები, რის უფლებასაც უკაცრავად, მაგრამ ვერ მივცემთ. ამიტომ მოვუწოდებთ ყველა დეპუტატს, ვინც 7 წლის წინ აქტიურად ითხოვდა ამ სისტემას, გამოიყენონ ყველა მათ ხელთ არსებული ბერკეტი და დავიწყოთ ერთად ხელისუფლებისათვის ხელისუფლების განხორციელების დისკომფორტი. ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს, რომ მას ხელისუფლება ხელიდან ეცლება თუ არ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან. ივანიშვილმა და ხელისუფლების ყველა წარმომადგენელმაც უნდა გაიგოს, რომ 2016 წელს ჩვენ თქვენ ხელისუფლებას ვეღარ გაჩუქებთ კიდევ 4 წლით", - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.


ინტერფრაქციული ჯგუფის წევრის, ჯონდი ბაღათურიას თქმით კი, თუ რაში გამოიხატება ხელისუფლების საქმიანობის პარალიზება, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.


"ბიძინა ივანიშვილი ცდილობს თავისი არაფორმალური ძალაუფლება გაიხანგრძლივოს ამომრჩევლის მხარდაჭერის გარეშე მახინჯ სარჩევნო სისტემაზე დაყრდნობით. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება არ მივცეთ ივანიშვილს საშუალება გაიხანგრძლივოს არაფორმალური ძალაუფლება და მივიღეთ გადაწყვეტილება მოვახდინოთ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში ხელისუფლების მუშაობის პარალიზება. ამისთვის გამოვიყენებთ ყველა მეთოდს. შესაბამისად, პარლამენტის ყველა წევრს, იმ ლიდერებს, რომლებიც პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით ზოგი შიმშილობდა, ზოგი ქვებს ისროდა და დროშებს აფრიალებდა, მოვუწოდებთ მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პარალიზებაში", - განაცახდა ჯონდი ბაღათურია.


ინტერფრაქციული ჯგუფი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად საპარლამენტო არჩევნების სამხარეო პროპორციული სისტემით ჩატარებას და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი