საქართველოსა და კანადის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში თავდაცვის რესურსების მართვის კურსი მიმდინარეობს. ტრენინგს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) მასპინძლობს და მას კანადის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები უძღვებიან.
ტრენინგი თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, შალვა ძებისაშვილმა და კურსის ხელმძღვანელმა, როს ფეტერლიმ გახსნეს, მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.
კურსის მიზანს თავდაცვის სფეროში რესურსების მართვის კუთხით გამოცდილების გაზიარება, რესურსების მართვასა და ოპტიმალურ გამოყენებასთან დაკავშირებით დისკუსიებისა და ანალიზის წარმოება წარმოადგენს.
კურსი ხუთი დღე გრძელდება და მონაწილეობას საქართველოს თავდაცვის უწყების გარდა, უკრაინის, მონტენეგროსა და მაკედონიის წარმომადგენლებიც იღებენ.
საქართველოსა და კანადის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის პროგრამა არსებობს. კანადური მხარის ორგანიზებითა და მხარდაჭერით საქართველოში სხვადასხვა კურსი იმართება.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.