„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა და მასთან ერთად დაკავებული სამი პირი, 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დღეს დილით გაათავისუფლეს.
„ეს 14 დღე მე ვიყავი გახარია-ივანიშვილის პირადი პატიმარი. ჩემი დაკავების ერთადერთი მიზანი იყო ტემპერატურის, მუხტის დახშობა და იმ სიტუაციის განმუხტვა რაც ხდებოდა რუსთაველზე, სხვა ახსნა ამას უბრალოდ არ გააჩნია.
ამ ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ხელისუფლება შეიცვალა. თუმცა ეს ყველაფერი არის ფორმალობა, რადგან მხოლოდ კვირიკაშვილი შეიცვალა კვირიკაძეთი. დამნაშავეები დაუსჯელი არიან, სისტემა მართალია მორყეულია, მაგრამ მაინც ფეხზე დგას, ამიტომ, ბრძოლა სისტემისა და უსამართლობის წინააღმდეგ გაგრძელდება ცხადია“, განუცხადა ზვიად კუპრავამ ჟურნალისტებს.
კუპრავასა და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.