სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებლის, რუსუდან კერვალიშვილის შვილი ნინო დარასელი ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ზე გასულ სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ „ცენტრ-პოინტის“ საქმე მამუკა ბახტაძის მაკომპრომეტირებელ არგუმენტად არ გამოდგება.
„გუშინ გასულა რაღაც სიუჟეტი, სადაც განსაკუთრებული აქცენტი ყოფილა იმაზე, რომ ახალი პრემიერი ძველად ცენტრ პოინტში მუშაობდა. კი მუშაობდა ნამდვილად, ოღონდ იმ პერიოდში, როდესაც კომპანია ყველაზე წარმატებული იყო სამშენებლო სფეროში. რეგიონალური სასტუმროების ქსელიც, პირველი საქართველოში, მისი კომპანიაში ყოფნის პერიოდში გაკეთდა, ასე რომ ვფიქრობ ცპ-ს საქმე ბახტაძის მაკომპრომეტირებელ არგუმენტად არ გამოდგება. აი რუსო და მაიას საქმის კიდევ უფრო ჩიხში შესაყვანად კი „მშვენიერი“ მიზეზია.
საქმე ჯერ კიდევ კვირიკაშვილის დროს დასასრულს მიუახლოვდა. ახალი წლიდან მათ გათავისუფლებას ველოდით. საქართველოში ყველაზე ძლიერი სამშენებლო კომპანია უკვე დიდი ხანია მზადაა ვალდებულებები დაასრულოს. ბინებს ელოდება ხალხი და ეხლა შეიძლება შეშინდნენ რომ რუსოს და მაიას გამოსვლა ბახტაძის მოსვლას არ დაემთხვეს და კიდევ ჩატოვონ იქ?????
აი ეხლა ხომ დგას სამშენებლო კომპანია და უცდის როდის მისცემენ შენების უფლებას, აი ასე უცდიდნენ 8 წელი ჩემები ყადაღების მოხსნას,მშენებლობის უფლებას... და ასე აღმოჩნდნენ ყველაზე წარმატებულები, ყველაზე და ყველას მაგივრად „დამნაშავეები“.
როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ორი, 60 წელს გადაცილებული ქალის უაზრო პატიმრობა და მსგავსი მიზეზების გამო უკვე 8 წლის შეჩერებული მშენებლობა?
ცენტრ პოინტში 18 000 ადამიანი მუშაობდა და ზოგი პრემიერი გახდება და ზოგიც შსს მინისტრი და მაშინ იყოს ეს პრობლემა უვადოდ შეჩერებული?“ წერს ნინო დარასელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.