პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებებს ხვალ, 26 ივნისს წარადგენს.
ამის შესახებ ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ხვალ ჩავატარებთ მთავრობის სხდომას. მე, სანამ მთავრობის სხდომა დაიწყება, მექნება ბრიფინგი, სადაც დეტალურად ვისაუბრებთ, თუ როგორი ახალი სტრუქტურით წარვსდგებით პარლამენტის წინაშე. მე შემიძლია დღეს დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი სამინისტროების რაოდენობა არ იქნება 11-ზე მეტი. როგორც განვაცხადე, ეს არის ოპტიმალური რაოდენობა იმისთვის, რომ ეფექტურად გავუმკვლავდეთ იმ გამოწვევებს, რომლებიც არის ჩვენი ქვეყნის წინაშე", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.