„კონკრეტული მოწმე თუ რამე ჩვენებას იძლეოდა - დაკავშირებულს პიროვნების იდენტიფიკაციასთან - რაც შესაძლებელს გახდიდა პიროვნების ამოცნობას, მასთან ჩატარდა ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება. თუ ითხოვთ, რომ ყველანი 1-ელ რიცხვში დაკითხულიყვნენ, უკიდურეს შემთხვევაში 2 რიცხვში - ამაზე პირდაპირ გეტყვით, რომ ამას ვერ გავწვდებოდით“, განაცხადა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელმა კახა სირაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.
კახა სირაძემ კომისიის წევრის ირაკლი აბესაძის შეკითხვას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, აჩვენეს თუ არა საქმის მოწმეებს იმ არასრულწლოვნების ტანსაცმელი და ჩაცმულობა, ვინც ხორავას ქუჩაზე მომხდარში მონაწილეობდა და ჰკითხეს თუ არა მათ ეზოს რომელ მონაკვეთში იმყოფებოდა ესა თუ ეს პიროვნება ჩხუბის მომენტში.
„თუ რომელიმე მოწმეს შეეძლო პიროვნების იდენტიფიკაცია, მასთან ჩატარდა და აუცილებლად ჩატარდებოდა შესაბამისი ღონიძიება“, განაცხადა სირაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.