ეკონომიკის მინისტრმა მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა
25-06-2018, 16:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ჩერქეზიშვილმა მონაწილეობა მიიღო მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, რომელიც ბათუმში გაიმართა.

 

 

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ მიმართეს.

 

 

მეზღვაურის საერთაშორისო დღე 2010 წელს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ დააწესა. საქართველოში მას 2011 წლიდან ყოველწლიურად აღნიშნავენ.

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა, საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სასწავლო-საწვრთნელი გემი „კადეტი“, რომელმაც კიდევ უფრო ეფექტური გახადა საზღვაო საქმის სწავლება, რადგან ამით საზღვაო პრაქტიკის გავლა აკადემიის სტუდენტებს უშუალოდ ბათუმში შეუძლიათ.

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მამა ილია კარტოზიას სახელობის ჯილდოთი, ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისათვის მეზღვაური და მზარეული, სოსლან კაკაბაძე დააჯილდოვა, რომელიც სამი წელი უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა ლიბიის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე.

 

 

გიორგი ჩერქეზიშვილმა საქართველოს საზღვაო სფეროში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა ნავსადგურის კაპიტნები - თენგიზ გადილია, ვახტანგ თავბერიძე და ნიკოლოზ ოვჩარენკო, ხოლო გარდაცვლილი კაპიტნის, შაქრო ვარშანიძის ჯილდო მის ვაჟს გადასცა. მან ასევე მონაწილეობა მიიღო აკადემიის მე-4 კურსელებისთვის დიპლომების გადაცემის პროცესში.

 

 

ცერემონიის დასასრულს, აკადემიის სტუდენტებმა გარდაცვლილი მეზღვაურებისთვის პატივის მიგების მიზნით, ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი