კოჯორში სერჟანტთა ათეულის მეთაურის კურსის მსმენელების მიერ საჩვენებელი სიტუაციური სწავლება გაიმართა. სწავლებაში სამხედრო მოსამსახურეები, ქვეითი ათეულის მეთაურის კურსის მსმენელები, შემფასებელი-ინსტრუქტორები და უზრუნველყოფის დამხმარე ჯგუფი მონაწილეობდა. ათეულის დავალებას ტაქტიკური გადაადგილების დროს მოწინააღმდეგის აღმოჩენა და განადგურება წარმოადგენდა.
სწავლების მიზანს ათეულის მეთაურების მხრიდან ტაქტიკურ ოპერაციებში პირადი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებით შემადგენლობის მართვა და უნარ-ჩვევების დახვეწა წარმოადგენდა.
სწავლებას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე და სახმელეთო ჯარების სარდლები დაესწრნენ.

თავდაცვის მინისტრმა სერჟანტთა კორპუსს პროფესიული დღე მიულოცა. ლევან იზორიამ სერჟანტთა განათლების კარიერული განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და საომარ სიტუაციებში სერჟანტთა როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.