ქობულეთის შემოვლითი გზა გაიხსნა - ახალი 18-კილომეტრიანი გზა თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს 20-30 წუთით შეამცირებს
25-06-2018, 17:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტურისტული სეზონისთვის, ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და 18-კილომეტრიანი გზა ექსპლუატაციაში დღეიდან შევიდა. ქობულეთის ზღვისპირა ზოლიდან სატრანზიტო მოძრაობა ახალ გზაზე გადაერთო. ახალი გზა თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს 20-30 წუთით შეამცირებს.

 

 

ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიებას, საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე, აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორი სკოტ დოუსონი და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან-კაიალარი ესწრებოდნენ.

 

 

„დღეს დასრულდა ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ვხსნით აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს, რომელიც, ამავე დროს, ისტორიული „აბრეშუმის გზის“ შემადგენელი ნაწილია. ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე, 18 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულებულია. დღეიდან, სატრანზიტო მოძრაობა ქობულეთის ზღვისპირა ზოლიდან ამ, ახალ გზაზე გადაერთვება. ეს გახლავთ 32 კილომეტრიანი გზა 2 გვირაბითა და 15 ხიდით. მათ შორისაა, საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი, რომლის სიგრძე, თითქმის, 1200 მეტრი გახლავთ.

 

 

მოგეხსენებათ, როგორ პრობლემას ქმნიდა მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის გზა, რომელიც სარფის საზღვრისკენ, ბათუმისა და ფოთის პორტებისკენ ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადიოდა. დღეიდან, ამ ზონაში სრულიად სხვა რეალობა იქნება. ეს გზა გაზრდის სატრანზიტო სატრანსპორტო მიმოსვლას და, მინიმუმ, 30 წუთით შეამცირებს თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს; შეამცირებს გადაზიდვის ხარჯებსა და გარემოზე მავნე ზემოქმედებას.

 

 

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ გზის მეშვეობით ბევრი სოფელი დაუკავშირდება ცენტრალურ მაგისტრალს, ეს კი, შექმნის წინაპირობას, რომ მივიღოთ უფრო მეტი ინკლუზიური ზრდა. უმნიშვნელოვანესია, რომ ზღვისპირა ზოლის გარდა მოხდეს ტურისტული პოტენციალის ათვისება აჭარის სოფლებსა და განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონში", განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქობულეთის შემოვლით გზაზე 2 გვირაბი და 15 ხიდი აშენდა, მათ შორის არის სოფელ საჩინოსთან, საქართველოში, ამ დროისთვის ყველაზე გრძელი ხიდი, რომლის სიგრძე 1 180 მეტრია.

 

 

ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი მონაკევთის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა, პირველი და მეორე მონაკვეთები ჯამში 31.7 კილომეტრია, რაც ქობულეთის ზღვისპირა ზოლს სრულად განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან.

 

 

პროექტი აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დააფინანსა და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 209 852 079 ლარი იყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი