"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, ე.წ. კაბელების საქმეში ჩართულია ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. ამის შესახებ ალასანიამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ალასანიამ ასევე თქვა, რომ იგი ამჟამად ივანიშვილისა და მოსამართლეების შეხვედრის მტკიცებულებების მოძიების პროცესშია, მაგრამ ზუსტად იცის, რომ ამ საკითხში ასევე ჩართულია ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომლის კომუნიკაცია შედგა დაინტერესებულ მხარეებთან.
ალასანიას თქმით, ფარცხალაძე არც არასდროს ჩამოშორებია პროკურატურის საქმიანობას, თუმცა ამ საქმეში მისი ჩართულობა განსაკუთრებით დიდია.
რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის როლს, ირაკლი ალასანიას თქმით, მას ორჯერ ჰქონდა შეხება საქმის მოსამართლესთან, თუმცა ვერ დაამტკიცებს, რომ ადგილი ჰქონდა ზეწოლას.
ალასანიას თქმით, ის ინფორმირებულია იმ მოსამართლის ვინაობის შესახებაც, რომელსაც, უნდათ, რომ სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული საქმე დაეწეროს.
დღესვე ირაკლი ალასანიამ განცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი ყალიბდება მაფიოზურ კლანად და ეს არის ორგანიზებული დანაშაული. ალასანიას ვიდეო კომენტარი ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ დაბლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.