ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მამუკა მდინარაძე დაინტერესდა, „რამდენად არის დაზიანებული დანა, რატომ არის დაზიანებული და აუცილებელი იყო თუ არა ამ დანის იმგვარი შემოწმება, რომ თუნდაც მიკროსკოპულ დონეზე აღქმადი დააზიანებები მიეღო. რამ გამოიწვია გაღუნვა"?
მდინარაძის შეკითხვაზე პასუხად შსს-ს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსმა, ზვიად ფხაკაძემ განაცხადა:
„მე წარმოგიდგენთ ხსენებულ დანას, 4 ფოტოა. ეს არის გ.ბ-ს დანა. ვიზუალურად ამას გაღუნული არ ეტყობა. პირდაპირ ჩანს, ატყობთ ხომ? ეს დანა არის დასურათებული ექსპერტების, მაია ნიკოლეიშვილის და ომარ ჯოხაძის მიერ. ეს არის სწორედ იმ კვლევის მერე, როდესაც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა დაასრულა კვლევა, ჩაატარა ექსპერიმენტული ცდები, ჩაატარა მუყაოს კარდონზე გადაფარებულ ნაჭერზე და ექსპერტი პირდაპირ მიუთითებს, რომ ვიზუალურად არ ლაპარაკობს, მიკროსკოპის ქვეშ მოხდა კვლევის შედეგად ხსენებული დანის წვერის დათვალიერება და დაფიქსირდა მიკრო, თვალით არხილული დეფორმირება. გაღუნვა სულ სხვა ტერმინია. მე პირადად მეჭირა ეს დანა ხელში, როდესაც გამოვიკვლიე სასამართლოს სხდომაზე ნივთიერი მტკიცებულება. ჩემს კოლეგასაც ეჭირა. ადვოკატებსაც მიეცა შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ ეს დანა. რა თქმა უნდა, ეს ხდებოდა ქალაბტონი მოსამართლის თანდასწრებით და დამერწმუნეთ, ვიზუალურად არანაირი დაზიანება, განსაკუთრებით გაღუნვა და რაღაც კვალი დანას არ აღენიშნებოდა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.