სასამართლოზე ვიტყვი სიმართლეს და საზოგადოება ბევრ ისეთ რამეს გაიგებს, რაც აქამდე არ გაჟღერებულა, აცხადებს პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მაჩალიკაშვილი.
„ჩემზე უფრო კარგად იცის სუს-მა, ვინ შემოიყვანა, ვინ მფარველობდა და ვინ დააფინანსა ის ორი ბიჭი, რომლებიც სეიფულასა და აბდულას სახელებით ორი წელი ცხოვრობდნენ ჩემს მეზობლად, რამაზ მარგოშვილის სახლში. მე მოსამართლეს ყველაფერს მოვუყვები და დავადასტურებ კიდეც ჩემს სიმართლეს სასამართლოს წინაშე. მე მექნება მტკიცებულებები, ისეთი კი არა, სუს-მა მტკიცებულებების გარეშე რომ დაადანაშაულა ჩემი შვილი ჩატაევთან კავშირში. სუს-ის მიერ გავრცელებულ კადრებში, რომელიც ვაგზალზე ტელეფონის ყიდვის მომენტშია გადაღებული, ჩემს შვილთან ერთად კარგად ჩანს, ჯარაფ ხანგოშვილის ბიჭიც. მე კითხვა მაქვს სუს-თან, თუ ეს კადრები გახდა თემირლანის დასაკავებლად ჩემს სახლში შემოვარდნის მიზეზი, რატომ არ დააკავეს ჯარაფ ხანგოშვილის შვილიც? ის გარეთაა ახლაც. ტერორიზმში ბრალდებულები, როგორც იმ ორ ბიჭს უწოდეს, ხანგოშვილებთან ხშირად ათევდნენ ღამეს, ჩემს სახლში კი ერთი ღამეც არ დარჩენილან. ამჟამად დაკავებული რამაზ მარგოშვილი იუსუფ ხანგოშვილის ბიძაა. ამით მე იმის თქმა კი არ მინდა, რომ ხანგოშვილი რამეშია დამნაშავე, უბრალოდ ლოგიკურად ჩნდება კითხვა და პასუხი მაინტერესებს“, განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.