რეკრუტების საწყისი საბრძოლო მომზადების მორიგი ეტაპი დაიწყო
26-06-2018, 12:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთა პროგრამა - საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის მეორე ეტაპი დაიწყო.

 


საქართველოს 200-მდე მოქალაქე ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე 10 კვირის განმავლობაში, საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას გაივლის. კურსის მონაწილეებს მეცადინეობები სადისციპლინო წესდებებსა და ფიზიკურ მომზადებაში ჩაუტარდებათ. საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ, რეკრუტები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩაირიცხებიან და ქართულ ჯარში გააგრძელებენ მსახურს.

 


საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის მიზანი ჯარისკაცების პროფესიული სამხედრო საკონტრაქტო სამსახურისთვის მომზადებაა.

 


რეკრუტები საწვრთნელ ბაზაზე კურსის განმავლობაში, ყაზარმული რეჟიმით იცხოვრებენ. 5 კვირის შემდეგ აღნიშნულ ტერიტორიაზე ღია კარის დღე ჩატარადება, სადაც ოჯახის წევრებს და ახლობლებს რეკრუტების მონახულება შეეძლებათ და მათ სამხედრო მომზადებას გაეცნობიან.

 


საქართველოს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ჩარიცხვამდე მსურველებმა ფიზიკური, ფსიქოლოგიური ტესტები ჩაიტარეს და სამედიცინო შემოწმება გაიარეს.

 


საკონტრაქტო სამსახურში გაწვევა კვლავ გრძელდება და საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსი წლის ბოლომდე ჩატარდება.

 

 

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი