სანდრო თვალჭრელიძე: „რას ნიშნავს განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაერთიანება? - იმას ხომ არა, რომ ჩვენ არაფრად ვაგდებთ მთელ იმ კულტურულ ტრადიციას, რომელიც საქართველოს აქვს?“
26-06-2018, 13:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კულტურისა და სპორტის სამინისტროს შერწყმას არ ეთანხმება ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე, რომელიც „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს „აქვს თავისთავადი, ორიგინალური კულტურა, რასაც მოვლა და პოპულარიზაცია სჭირდება“ და „ეს არ არის განათლების სამინისტროს ფუნქცია“.

 


„რას ნიშნავს ეს გაერთიანება? - იმას ხომ არა, რომ ჩვენ არაფრად ვაგდებთ მთელ იმ კულტურულ ტრადიციას, რომელიც საქართველოს აქვს? ჩვენს ქვეყანას აქვს თავისთავადი, ორიგინალური კულტურა, რასაც მოვლა და პოპულარიზაცია სჭირდება. ეს არ არის განათლების სამინისტროს ფუნქცია, რომელსაც უამისოდაც უმნიშვნელოვანესი სფერო აბარია. განათლება არის ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრობლემა. კარგია, რომ პრემიერი პირველივე გამოსვლისას შეეხო ამ საკითხს, მაგრამ სამინისტროების ამგვარი შერწყმის ინიციატივა მაფიქრებინებს, რომ მაინცდამაინც კარგად ვერ აქვს გაანალიზებული ან ერთი სფეროს, ან მეორის არსი. აღარაფერს ვამბობ მეცნიერებაზე, რომელიც ჩაკვდა საქართველოში და როგორც ვხედავ, ეს ჩვენს მთავრობას არ ანაღვლებს. თუ ყველაფერი ისევე გაგრძელდა, როგორც იყო, ჩვენ მივიღებთ დამახინჯებულ ქვეყანას, რომელსაც სიახლის შექმნის შესაძლებლობა არა აქვს. მარტო ტურიზმით ფონს ვერ გავალთ. ამ ყველაფრის სწორად გააზრებასა და მართვას სჭირდება გამოცდილი და მრავალმხრივი აზროვნების პრემიერი. არ მინდა გავუსწრო მოვლენებს და წინასწარ რაიმე ნეგატიური ვთქვა ბახტაძეზე, იმედი ვიქონიოთ, რომ ის შეძლებს ურთულეს გამოწვევებთან გამკლავებას“, განაცხადა სანდრო თვალჭრელიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი