აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირების შედეგად წლის ბოლომდე 862 ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს
10-06-2015, 07:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი მამუკა კობახიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია და აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი სოფელ მარანში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებას დაესწრნენ.


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლების: პირველი მაისის, გაუწყინარის, თხმელარის, მარანის, მარანჭალას და გუგუნაყათის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ახორციელებს.


ამ ეტაპზე მიმდინარეობს სოფლების მარანის, მარანჭალას და გუგუნაყათის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები. სამივე სოფლის გაზსადენის ჯამური სიგრძე 36452 გრძივი მეტრია. აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2015 წლის ბოლომდე.


განხორცილებული სამუშაოების შედეგად ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა აბაშის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 862 ოჯახს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2015 წელს 14 მუნიციპალიტეტის 75 სოფლის გაზიფიცირების მიზნით ბიუჯეტიდან გამოიყო 20 მლნ ლარი. სოფლად მცხოვრები ათასობით ოჯახის გაზიფიცრების სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდება.ბუნებრივი გაზის სექტორში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ტარიფი 600 ლარიდან 400 ლარამდე შემცირდა.





ენერეგტიკის სამინისტროსა და გაზგამანაწილებელი კომპანიების შეთანხმებით ისევ შენარჩუნებულია ამ თანხის ეტაპობრივი გადახდის მექანიზმი და მოსახლეობას უკვე შემცირებული ტარიფის გადახდა 25 ლარიანი პორციებით, 16 თვის განმავლობაში შეეძლება. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი