მივესალმები საქართველოს მთავრობის იმ სტრუქტურულ ცვლილებებს, რომელზეც დღეს პრემიერ-მინისრმა მამუკა ბახტაძემ ისაუბრა. ჩვენ ბევრი დრო უნდა დავხარჯოთ ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების კეთილდღეობისთვის და არა გადაწყვეტილების მიღებიდან მის აღსრულებაზე, აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი რატი იონათამიშვილი.
„მცირე მთავრობის კონცეფცია არის სამთავრობო მართვის კარგად გააზრებული, მოქნილი და სწრაფ შედეგზე ორიენტებული მოდელი, რომლის სიკეთეს საკუთარ თავზე ჩვენი მოქალაქეები ძალიან მალე იგრძნობენ.
მოხარული ვარ, რომ ჩვენს პრემიერს აქვს პროგრესული და ნოვატორული ხედვა, რომელსაც ზურგს შესაბამისი კომპეტენცია, ახალგაზრდული ენერგია და კვალიფიციური გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი უმყარებს.
არსებული რეფორმები ზუსტად პასუხობს ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე არსებულ საჭიროებებს და სრულ თანხვედრაშია თანამედროვე გამოწვევებთან“, მიაჩნია დეპუტატს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.